ისტორიული

პავლე, ქრისტეს მოციქული

ლუკა მახარებელი, როგორც კი შეიტყობს პავლე მოციქულის დაპატიმრების შესახებ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საიდუმლოდ მიდის რომში, რათა ჩაიწეროს პავლეს მიერ წარმოთქმული უკანასკნელი ქადაგებები.

ჩვენი ერა. ბიბლიის გაგრძელება / A.D. The Bible Continues

იესო ქრისტეს ჯვარცმის და აღდგომის შემდეგ მოწაფეებმა უნდა განაგრძონ ქრისტეს საქმე და გაავრცელონ მისი სწავლება მსოფლიოში. ისინი გამუდმებულ დევნაში იმყოფებიან, მაგრამ სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ რელიგიას, რომელიც მკვეთრად ცვლის მსოფლიოს მომავალს.

იესო / Jesus

ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ. ფილმი გადაღებულია ლუკას სახარების მიხედვით, მასში თანმიმდევრულად არის აღწერილი იესო ქრისტეს ცხოვრება, ჯვარცმა და აღდგომა.

მხსნელი / The Savior

ფილმი “მხსნელი” თითქმის სრული სიზუსტით მიჰყვება სახარებისეულ შინაარსს. ფილმში მთავარ როლს ისრაელში დაბადებული მსახიობი შრედი ჯაბარინი ასრულებს, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანია და თანაც, დიალოგი მთლიანად არაბულ ენაზეა. ფილმში მოყვანილი პერსონაჟები ბევრად უფრო ნამდვილია, ვიდრე ჰოლივუდელი ცისფერთვალა და ქერათმიანი მსახიობები. ჯაბარინის თამაში იესოს…

ღვთიური შობა / The Nativity Story

ფილმი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მარიამისა და იოსების ცხოვრებასა და მათ მძიმე მოგზაურობაზე ბეთლემისკენ, სადაც უნდა დაიბადოს იესო.

ჰაქსოს გმირი / Hacksaw Ridge

ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებაა გადაღებული. იგი ომის გმირ დესმონდ დოსზე გვიყვება. მის როლს ენდრიუ გარფილდი ასრულებს. ის მორწმუნე ადვენტისტია და უარს ამბობს იარაღის ტარებასა და ადამიანების მოკვლაზე, რადგან მიაჩნია, რომ ეს თავის რელიგიას ეწინააღმდეგება. დესმონდ დოსი იყო ადამიანი, რომელმაც…

ბენ-ჰური / Ben-Hur

ფილმის მოქმედება პალესტინაში, ქრისტეს დროს ხდება. ორი მეგობარი, ებრაელი იუდა ბენ-ჰური და რომაელი მესალა, დიდი ხნის განშორების შემდეგ ერთმანეთს ხვდება და ხედავს, რომ მათი მეგობრობა უკვე შეუძლებელია. იუდა თავის ხალხს ემხრობა თავისუფლებისათვის ბრძოლაში, მესალა კი ითხოვს, რომ მან თანამემამულეებს უღალატოს.

აღმდგარი / Risen

პილატე პონტოელი გზავნის რომაელ სამხედრო ტრიბუნს, კლავიუსს, იესოსთან დაკავშირებული საიდუმლოების გამოსაძიებლად. პილატე მას იესოს სხეულის მოძებნას ავალებს. კლავიუსს თან ახლავს თავისი დამხმარე ლუციუსი. მესიის აღდგომასთან დაკავშირებული ხმების გაქარწყლებით დაკავებული კლავიუსი იძულებული ხდება, ეჭვქვეშ დააყენოს საკუთარი სულიერება და რწმენა. ეს მოგზაურობა…