დრამა

გატეხილი / Breakthrough

ფილმი მოიცავს ჯონ სმიტის ისტორიას. იგი სენტ-ლუისის ტბაში დაიხრჩო და თითქმის ერთი საათის განმავლობაში მკვდარი იყო. იმდროინდელი ჩანაწერების მიხედვით, რეანიმაციული ღონისძიებები 27 წუთის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა უშედეგოდ; მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც დედამისმა მასზე ლოცვა დაიწყო.

ღმერთი არ არის მკვდარი / God’s Not Dead

ფილმის სიუჟეტი გადმოგვცემს კამათს მორწმუნე სტუდენტსა და ფილოსოფიის კურსის ათეისტ ლექტორს შორის თემაზე: არსებობს თუ არა ღმერთი? ჯოში, მორწმუნე სტუდენტი, დგება რთული არჩევანის წინაშე, მიიღოს ლექტორის წინადადება და წყნარად განაგრძოს სწავლა, თუ რისკის ქვეშ დააყენოს მთელი თავისი აკადემიური კარიერა.

ჩვენი ერა. ბიბლიის გაგრძელება / A.D. The Bible Continues

იესო ქრისტეს ჯვარცმის და აღდგომის შემდეგ მოწაფეებმა უნდა განაგრძონ ქრისტეს საქმე და გაავრცელონ მისი სწავლება მსოფლიოში. ისინი გამუდმებულ დევნაში იმყოფებიან, მაგრამ სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ რელიგიას, რომელიც მკვეთრად ცვლის მსოფლიოს მომავალს.

ბიბლია / The Bible

ქვეყნიერების შექმნა, ედემის ბაღი, ნოეს კიდობანი, აბრაამი, დავითი, იესო ნაზარეველის ცხოვრება და მკვდრეთით აღდგომა და სხვა მრავალი საინტერესო ბიბლიური ისტორია ცოცხლდება ჩვენ თვალწინ 2013 წელს გადაღებულ ბიბლიურ სერიალში. ფილმის სერიები მოიცავს წმინდა წერილის წიგნებს „დაბადებიდან გამოცხადებამდე.“ თითოეული სერია მოიცავს ორ…

საოცარი სიყვარული / Amazing Love

ახალგაზრდები — სტივი, კერი, კუპერი და “ტეტრისა” მიემგზავრებიან შაბათ-კვირის გასატარებლად. მათ ხელმძღვანელობს ეკლესიის ახალგაზრდული ჯგუფის ხელმძღვანელი სტიუარტი და მისი მეუღლე ბეთი. მათ უერთდება ეშლიც, რომელიც მატერიალისტი და გულჩათხრობილია და ჯგუფის წევრებისადმი თავისი ცუდი დამოკიდებულების გამო მათგან განცალკევებულია. ეშლისა და კერის…

ბიჭი ზოლიან პიჟამაში / The Boy in the Striped Pyjamas

ფილმში წარმოდგენილია მეორე მსოფლიო ომის დროს, ორი უდანაშაულო ადამიანის თვალით დანახული, საკონცენტრაციო ბანაკებში არსებული ტრაგედია. ამათგან ერთი რვა წლის ბრუნო — საკონცენტრაციო ბანაკის უფროსის შვილია, ხოლო მეორე მისი თანატოლი ებრაელი პატიმარი ბიჭი.

ომის ოთახი / War Room

ტონი და ელიზაბეტ ჯორდანი საშუალო კლასის წყვილია. ერთი შეხედვით, მათ იდეალური ოჯახი აქვთ, მაგრამ შესახედაობა მატყუარაა. მათი ქორწინება ომის ზონას ჰგავს…

At Jesus’ Side

AT JESUS’ SIDE is an animated family feature about the last week of Jesus’ life through the Resurrection, as seen through the eyes of a little pack of outcast animals. Our hero, Jericho, is a vagabond street dog who befriends…

იესო / Jesus

ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ. ფილმი გადაღებულია ლუკას სახარების მიხედვით, მასში თანმიმდევრულად არის აღწერილი იესო ქრისტეს ცხოვრება, ჯვარცმა და აღდგომა.

იესოს ისტორია ბავშვებისთვის / The Story of Jesus for Children

ეს არის იმ ბავშვების თვალით დანახული იესოს ისტორია, რომლებიც, შესაძლოა, იმ დროს ცხოვრობდნენ. ყველა ასაკის ბავშვისთვის საინტერესო იქნება იესოს გასაოცარი ისტორიის მოსმენა, რომელსაც, თავისი თვალთახედვით, მოგვითხრობს ბავშვი.