სათავგადასავლო

ვარსკვლავი

პატარა, მაგრამ მამაცი სახედარი და მისი მეგობრები ხდებიან კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ამბის, ქრისტეშობის, გმირები.

ეგვიპტის პრინცი / The Prince of Egypt

ეს ბიბლიური ისტორია მოხდა ძველ ეგვიპტეში. ფარაონის სასახლის წინ ნილოსმა კალათაში ჩაწვენილი ჩვილი გამორიყა. ფარაონის ასულმა იშვილა ის და სახელად მოსე დაარქვა. გადიოდა წლები… მოსე და მისი ძმა რამზესი ერთად იზრდებოდნენ… დგება დრო, როდესაც მოსემ ყველაფერი უნდა მიატოვოს და თავისი ხალხი…

ბენ-ჰური / Ben-Hur

ფილმის მოქმედება პალესტინაში, ქრისტეს დროს ხდება. ორი მეგობარი, ებრაელი იუდა ბენ-ჰური და რომაელი მესალა, დიდი ხნის განშორების შემდეგ ერთმანეთს ხვდება და ხედავს, რომ მათი მეგობრობა უკვე შეუძლებელია. იუდა თავის ხალხს ემხრობა თავისუფლებისათვის ბრძოლაში, მესალა კი ითხოვს, რომ მან თანამემამულეებს უღალატოს.

ბენ-ჰური / Ben-Hur

იუდა ბენ-ჰური, რომელიც საუკეთესო მეგობარმა, რომაული ლაშქრის ოფიცერმა დაასმინა და ამის გამო რამდენიმე წელი მონობაში იმყოფებოდა, ბრუნდება სამშობლოში, რათა შური იძიოს. თუმცა ის შურისძიების ნაცვლად ხსნას იმკვიდრებს.